სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები



1
2018 წელს მონაწილეობა მივიღე  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსში. წარვდგინე პროექტი  ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაფუძნებული ფიზიკის კურსი სკოლის საბაზისო საფეხურისთვის  და მოვიპოვე გრანტი.
ამჟამად წარმატებით მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის განხორციელება.


2.
2018 წელს მონაწილეობა მივიღეთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან  –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“. პროექტის მიზანია თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახურავზე დამონტჟებული მზის ავტონომიური ელექტრო სადგურის კვლევა.

კონკურსზე წარვადგინეთ პროექტი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ავტონომიური მზის ელექტროსადგურის კვლევა   და მოვიპოვეთ საპატიო პირველი ადგილი



პროექტში მონაწილე მეცნიერი - ბელა კვირკველია არის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში“ ატომური აბსორბციის განყოფილების გამგე. ასევე ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის თანამშრომელი.  ნახევარგამტარების ფიზიკის დარგში აქვს სამეცნიერო კვლევის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანებაში „მიონი“. ბ.კვირკველია არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა 23 საერთაშორისო კონფერენციაში, არის მრავალი საგრანტო ეროვნული და საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული, ფლობს 2 პატენტს.

პროექტის ასისტენტი დოქტორანტი ნანა ნოზაძე არის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) სპეციალისტი. მისი სადოქტორო თემა უკავშირდება ისტ-ის გამოყენებას ფიზიკის გაკვეთილზე. ნ. ნოზაძე არის რამდენიმე აკრედიტირებული ტრენინგ პროგრამების ავტორი, ტრენერი და ინფორმატიკის მეთოდისტი. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ კონფერენციაში და ფლობს შესაბამის სერთიფიკატებს, მიღებული აქვს დიპლომი და პრემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ბლოგების კონკურსში, წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლის საინფორმაციო მენეჯერად. 
ნანა ნოზაძე არის წამყვანი მასწავლებელი.


პროექტი განხორციელდა ეტაპობრივად:

პირველ ეტაპზე ჩატარდა  მოსამზადებელი სამუშაოები, განხორციელდა პროექტის ელექტრონული პრეზენტაცია, ლიტერატურის მოძიება და დამუშავება, განცორციელდა შესყიდვები;
მეორე ეტაპზე  სკოლის საზოგადოებამ და მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს მოსწავლეთა პრეზენტაციები  თემაზე „ ენერგიის განახლებადი წყაროები, მათი მნიშვნელობა მსოფლიო გამოცდილების მაგალითზე, ენერგო ეფექტურობა“, მობილური ხელსაწყოების და სკოლის მზის ელექტროსადგურის მუშაობის პრინციპების გაცნობა;
მესამე ეტაპზე განხორციელდა პროექტის ექსპერიმენტული ნაწილიმოსწავლეების მიერ  ერთი თვის მანძილზე სამჯერ დღეში გაიზომა განათებულობა ლუქსმეტრის გამოყენებით სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში, გაიზომა ტემპერატურა. მოხდა დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის ანათვლების აღება მზის ელექტროსადგურთან დაკავშირებულ ნოუთბუქში დაინსტალირებული  სპეციალური პროგრამის საშუალებით;
მეოთხე ეტაპზე განხორციელდა გაზომვით მიღებული შედეგების დამუშავება: ფოტოდენის ვოლტ-ამპერული მახასიათებლის, მეს-ის გამომუშავებული სიმძლავრის, ენერგიის გამოთვლა, ენერგიის განათებულობაზე და ტემპერატურაზე დამოკიდებულების შესწავლა ანალიზური და გრაფიკული გზით, მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) გამოთვლა; მიღებული შედეგების შეფასება და ანალიზი, ცდომილების შეფასება, მონაცემთა ბაზის შექმნა დიაგრამების, ცხრილების და/ან სქემების სახით;
მეხუთე ეტაპზე მოხდა მოსწავლეების მიერ საპრეზენტაციო ფაილების მომზადება, პროექტის შედეგების პრეზენტაცია და პროექტის დახურვა. მოეწყო ექსკურსია თსუ-ს მუზეუმში. 

No comments:

Post a Comment