სასწავლო აქტივობები

2018 მაისიდან 2019 მარტის ჩათვლით თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტი „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“. 
პროექტის სუბიექტები - ფიზიკის აკადემიური დოქტორილალი ნადირაძე
პროექტის მეცნიერი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის აკადემიური დოქტორი ბელა კვირკველია,
პროექტის ასისტენტი გიმნაზიის ინფორმატიკის პედაგოგი დოქტორანტმა ნანა ნოზაძე 

2019 წლის 29 მარტს მოხდა პროექტის დახურვა. პროექტის ხელმძღვანელმა, ფიზიკის აკადემიურმა დოქტორმა ლალი ნადირაძემ,  პროექტის ასისტენტმა, გიმნაზიის ინფორმატიკის პედაგოგმა, დოქტორანტმა ნანა ნოზაძემ და გიმნაზიის მოსწავლე მკვლევარებმა ვრცლად ისაუბრეს პროექტის გეგმა-გრაფიკის მიხედვით შესრულებული, მიღებული შედეგების და მომავალში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ფიზიკის აკადემიური დოქტორი ბელა კვირკველია, გიმნაზიის დირექცია, ფიზიკის კათედრის პედაგოგები და პროექტის თემატიკით დაინტერესებული მოსწავლეები. ღონისძიების ბოლოს პროექტის მონაწილე მოსწავლე მკვლევარებს გადაეცათ სერთიფიკატები.












ARTIST -2 პროექტი

2018-19 სასწავლო წლის I სემესტრიდან ARTIST-2 -ის ფარგლებში  თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანია სკოლაში ფიზიკის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. კერძოდ, მოსწავლეები გაეცნობიან ფიზიკას  სამედიცინო ასპექტში. პროექტი დანერგვა მიმდინარეობს XI-5 კლასში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოსწავლეთა ვიზიტი აკად.თოდუას სადიაგნოსტიკო-კვლევით სამედიცინო ცენტრში, სადაც შევხვდით კლინიკის სამედიცინო ფიზიკოსს.  მოსწავლეებმა მოისმენეს  ლექცია, გაეცნენ სადიაგნოსტიკო მეთოდებსა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკურ პრინციპებს.  დაინახეს კავშირი სკოლაში ნასწავლ ფიზიკას და სამედიცინო კვლევებში გამოყენებულ ფიზიკას შორის.  ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სამედიცინო ვიზუალიზაცია და სადიაგნოსტიკო საქმეში ფიზიკის გამოყენების გააზრება აამაღლებს მოსწავლეებში ფიზიკის მიმართ მოტივაციას.

პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ამისთვის კვლევითი ციკლის „დაკვირვების“  ეტაპზე ჩატარდა მოსწავლეთა გამოკითხვა სხვადასხვა კვლევითი ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა ინტერვენციამდე გაიზომილიყო მოსწავლეებში ფიზიკის მიმართ მოტივაცია. „რეფლექსიის“ ეტაპზე გავაანალიზე შედეგები და შემდგომი „მოქმედებისთვის“ – „დავგეგმე“ და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობა. მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაციები და წერმოადგინეს სხივურ თერაპიაზე პრეზენტაციებისა. განხორციელდა სამედიცინო ცენტრში მოსწავლეთა ვიზიტი.  ჩავატარეთ თემატური გაკვეთილ და შევამოწმე მოტივაციის ცვლილებას ასევე კვლევითი ინსტრუმენტების საშუალებით გუგლი ფორმების გამოყენებით. კვლევაში ჩართული იყო კოლეგა ფიზიკის მასწავლებელი.





თბილისის კლასიკური გიმნაზია


სამოდელო

ინოვაციური გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში
თარიღი: 10 მაისი. 2018
საგანი : ფიზიკა
პედაგოგი: ლალი ნადირაძე
კლასი : VIII1
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
კლასის ორგანიზების ფორმა:   წყვილები, ჯგუფები
სასწავლო რესურსები: თეთრი დაფა, მარკერი,  კომპიუტერები, პროექტორი, ლაზერი, PHET ვირტუალური ლაბორატორია.  ექსპერიმენტებისთვის:  სამაკეტო დაფები, ელემენტები, გამტარები, წინაღობები, შუქდიოდები, ღილაკები.
სწავლების მეთოდები:  კონსტრუქტივისტული მეთოდი (კეთებით სწავლა),  ჯგუფური სადემონსტრაციო ექსპერიმენტები.
სწავლების სტრატეგიები: კოგნიტური
შეფასების მეთოდი: შეფასება (განმსაზღვრელი, განმავითარებელი)
გაკვეთილის თემა: გამტართა მიმდევრობითი და პარალელური შეერთება.
სასწავლო მიზნები:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
Ø    წინა გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის გააქტიურება: გაიხსენონ რაოდენობრივი კავშირები ელექტრული წრედის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის  გამტართა მიმდევრობითი და პარალელური შეერთებისას;
Ø    თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკულ საქმიანობაში: კონკრეტული ამოცანის პირობების მიხედვით სქემის დახაზვა, PHET ვირტუალური ლაბორატორიაში შესაბამისი სქემის აწყობა, ვირტუალური ვოლტმეტრით და ამპერმეტრით დენის ძალის, ძაბვის გაზომვა და შედარება მათ თეორიულ  მნიშვნელობთან.
Ø    მოსწავლე-ასისტენტების დახმარებით ვირტუალურ ლაბორატორიაში აგებულ მიმდევრობით და პარალელური შეერთების შესაბამისად, თანამედროვე სამაკეტო დაფის, დიოდური ნათურების, რეზისტორების, გამტარების და ღილაკების გამოყენებით წრედების აწყობა.

ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტთან კავშირი

მიმართულება : ფიზიკური მოვლენები
შედეგი
ფიზ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.

ინდიკატორი
·                    რაოდენობრივად ახასიათებს დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის დამოკიდებულებას მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან;
·                    აგებს ელექტრულ წრედს გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთებით, იკვლევს რაოდენობრივ კავშირს ელექტრული  წრედის მახასიათებელ პარამეტრებს შორის; 
·                    ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს;


აქტივობების აღწერა
საორგანიზაციო საკითხები, კლასისთვის საწავლო მიზნების და შეფასების სქემის გაცნობა (შეფასების სქემა იხ. დანართი 1). (2წთ)                 
გამოწვევის ფაზა
აქტ.1     კლასის ერთერთი მოსწავლე(მოსწავლე-ასისტენტი), რომელსაც რობოტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს, საკუთარ თანაკლასელებს წარუდგენს სამაკეტო დაფაზე შუქდიოდებით და სხვა საჭირო კომპონენტებით თავის მიერ აწყობილ წრედს. მოკლედ გააცნობს მოსწავლეებს წრედის თითოეულ ელემენტს (2 წთ). 
         
სიღრმისეული წვდომის ფაზა

აქტ. 2.  წინარე თეორიული ცოდნის გააქტიურება: კლასში მიმდინარე ფრონტალური შეკითხვების ფონზე ორი მოსწავლე ერთდროულად დაფაზე ხაზავს გამტართა მიმდევრობით და პარალელურ შეერთების შესაბამის ელექტრულ წრედებს და ამყარებს რაოდენობრივ კავშირებს წრედის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის  (6წთ).

აქტ. 3. თეორიული ცოდნის ტრანსფერი ვირტუალურ ლაბორატორიაში: მოსწავლეები წყვილებში მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ამოცანების (დანართი.2, ამოცანები საპრეზენტაციო პროგრამით წარმოდგენილია ეკრანზე) პირობების მიხედვით PHET ვირტუალური ლაბორატორიაში აგებენ მიმდევრობით და პარალელური შეერთების შესაბამის სქემებს. დენის ძალის და ძაბვის სიდიდეებს გაზომავენ ვირტუალური ამპერმეტრის და ვოლტმეტრის საშუალებით (წყვილებს მინიჭებული აქვთ ნომრები, კენტი ნომრები აგებენ N1. ამოცანას, ლუწი ნომრები  - N2. ამოცანას.(დანართი 2.) (10 წთ).
აქტ.4.  თეორიული ცოდნის ტრანსფერი რეალურ გარემოში: კლასის მოსწავლე-ასისტენტი  მასწავლებლის დახმარებით, ეკრანზე წარმოდგენილი სლაიდების მეშვეობით აუხსნის კლასს სამაკეტო დაფის შინაგან სტრუქტურას, ასევე სამაკეტო დაფის  და დიოდური ნათურების გამოყენების თავისებურებებს, გააცნობს კლასს დიოდური ნათურების სქემატურ აღნიშვნებს.
ვირტუალურ ლაბორატორიაში აგებულ მიმდევრობით და პარალელური შეერთების შესაბამისად,  მოსწავლეები, მასწავლებლის მკაფიო ინსტრუქციის შემდეგ, მოსწავლე- ასისტენტების დახმარებით,  ჯგუფებში სამაკეტო დაფაზე რეალურ გარემოში აწყობენ წრედებს (დანართი.3, სქემები საპრეზენტაციო პროგრამით წარმოდგენილია ეკრანზე). დენის წყაროს, დიოდური ნათურების, წინაღობების, გამტარების და ღილაკების საშუალებით. ჯგუფებს მინიჭებული აქვს ნომრები (კენტი ნომრები აგებენ N1. სქემას, ლუწი ნომრები  - N2.სქემას.დანართი 3.). აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს ორი მოსწავლე-ასისტენტის: ერთი ამავე კლასის და მეორე - უფროსკლასელის დახმარებით (20 წთ).


 რეფლექსიის და  შეჯამების ფაზა

გაკვეთილის შეჯამება -  უკუკავშირი -  რა ვისწავლეთ ახალი? (2 წთ).
შეფასება -(განმავითარებელი, განმსაზღვრელი)  (1+1 წთ).
საშინაო დავალება - დავალებაში ამოცანებთან ერთად, გაკვეთილზე განხილული სიმულაციის უკეთ გაცნობის მიზნით, სლაიდზე მითითებულია PHET -ის ვირტუალური ლაბორატორიის შესაბამისი სამუშაოს  ბმული (დანართი.4) (1 წთ)


დანართი. 1.
მოსწავლეთა შეფასების სქემა
jgufuri muSaoba
1
jgufSi sworad aqvs napovni (ganawilebuli) funqcia
0-2
10

2
 TanamSromlobs jgufTan, ar aris mentori(azris gamoxatvis Tanabari pirobebia Seqmnili)
0-2

3
SesaZleblobebidan gamomdinare jgufTan erTad Seaqvs wvlili davalebisaTvis Tavis garTmevaSi
0-2

4
muSaobs mxolod sakiTxis irgvliv
0-2

5
icavs drois limits
0-2

დანართი.2.
ამოცანა.1.   PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში ააწყვეთ წრედი: დენის წყაროს, ჩამრთველის, გამტარების, ორი მიმდევრობით შეერთებული ნათურის საშუალებით. გაზომეთ  ძაბვა  (თითოეულ ნათურის  ბოლოზე და სრული) ვოლტმეტრის საშუალებით. გაზომეთ დენის ძალა (თითოეულ ნათურაში გამავალი და სრული) ამპერმეტრის საშუალებით.

ამოცანა.2.   PHET ვირტუალურ ლაბორატორიაში ააწყვეთ წრედი: დენის წყაროს, ჩამრთველის, გამტარების, ორი პარალელურად შეერთებული ნათურის საშუალებით. გაზომეთ  ძაბვა  (თითოეულ ნათურის  ბოლოზე და სრული) ვოლტმეტრის საშუალებით. გაზომეთ დენის ძალა (თითოეულ ნათურაში გამავალი და სრული) ამპერმეტრის საშუალებით.
დანართი. 3.
სქემა N 1
სქემა N 2

დანართი. 4
საშინაო დავალება:

1.      ამოცანები - კრებ. გვ.45, ## 318, 321
2.      მიმდევრობითი და პარალელური შეერთებების კვლევა PHET ვირტუალური ლაბორატორიაში




                                                                                                                                     
სამოდელო (გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული) 
გაკვეთილის გეგმა ფიზიკაში

თარიღი: 14 თებერვალი. 2018 წელი
საგანი : ფიზიკა
პედაგოგი: ლალი ნადირაძე
კლასი : IX 3
მოსწავლეთა რაოდენობა: 34
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური
სასწავლო რესურსები: დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ნოუთბუქი, პროექტორი, ლაზერი, ექსპერიმენტისთვის: ძელაკი, ტვირთები, დინამომეტრი, ზუმფარა.
სწავლების მეთოდები: ცდა, დისკუსია, ექსპერიმენტი
სწავლების სტრატეგიები: კოგნიტური
შეფასების მეთოდი: შეფასება (განმსაზღვრელი, განმავითარებელი), თვითშეფასება
გაკვეთილის თემა: ხახუნის ძალა. /მისი ექსპერიმენტული შესწავლა/
სასწავლო მიზნები:
Ø   დაკვირვების, აღწერის, შედარების, გაზომვის შედეგების ცხრილის სახით წარმოდგენის, შედეგების ინტერპრეტაციის, აზრის ჩამოყალიბების და მოწოდების, დასკვნების გამოტანის, ასევე თანამშრომლობის  უნარების განვითარება.  
/წიგნიერება  არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღების უნარი../
Ø   ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების გააზრების, ინტერპრეტირების, მოვლენის გრაფიკულად (ინგლისურენოვანი გრაფიკი) შესწავლის უნარის განვითარება.
 /სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი../

Ø    ხახუნის ძალის ბუნების გააზრება, უძრაობის, სრიალის და გორვის ხახუნის ძალების აღძვრის პირობების გამოკვლევა და ამ ძალების შედარება, ხახუნის ძალის მათემატიკური გამოსახულების მიღება, ხახუნის კოეფიციენტის ზედაპირის გვარობაზე დამოკიდებულების გააზრება, და მასთან დაკავშირებული გრაფიკული ამოცანის ამოხსნის უნარის განვითარება(ცოდნის ტრანსფერი)   
/ რაოდენობრივი წიგნიერება  არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას.../

Ø    ხახუნის ძალის არსის უკეთ გააზრებაში ტექნოლოგიების გამოყენების, ქსელური ძიების, ხახუნის თემატიკაზე ინგლისურენოვანი სიმულაციების მართვის  უნარის განვითარება.

/ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში./

/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თანამედროვე სამყაროში, ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას./
 /მრავალენობრივი კომპეტენცია არის ადამიანის შინაგანი უნარი, დაეუფლოს და გამოიყენოს ენა/ენები.  ნებისმიერ საგანში ცოდნასა და უნარებს მოსწავლე ენობრივი აქტივობების საშუალებით იძენს. შესაბამისად, ყველა საგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს  მოსწავლის მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებაში/.

ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტთან კავშირი

მიმართულება : ფიზიკური მოვლენები
შედეგი
ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების  აღწერა;

ინდიკატორი
·         დეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

მიმართულება : მეცნიერული კვლევა - ძიება
შედეგები   
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
ინდიკატორები
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები).

კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა/
ინდიკატორები
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

კვლ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

   ინდიკატორები

·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 


კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

    ინდიკატორები

·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.

აქტივობების აღწერა
საორგანიზაციო საკითხები, კლასისთვის საწავლო მიზნების და შეფასების სქემის (შეფასების სქემა იხ. დანართი) გაცნობა. ( 2წთ)                 
გამოწვევის ფაზა
აქტ.1   სახალისო ცდა - ორი მოსწავლე ცდილობს ერთმანეთში ჩადებული  ორ წიგნი  დააცილოს  ერთმანეთს. შედეგი მოულოდნელია. მოსწავლეები წინარე ცოდნის გახსენებით შეეცდებიან  ამ მოვლენის ახსნას.  (2წთ).
         
სიღრმისეული წვდომის ფაზა
დისკუსია

აქტ. 2.  ხახუნის ძალის ელექტრომაგნიტური ბუნების ახსნა მოლეკულური აღნაგობის საფუძველზე წინარე ცოდნის გამოყენებით. (3წთ).

ექსპერიმენტული კვლევა

აქტ. 3. წინასწარ მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდშოუს (სლაიდშოუს სლაიდების გარკვეული ნაწილი, მათ შორის გრაფიკი, ნახაზები, სქემები, ანიმაციები ინგლისურენოვანია) ფონზე ტარდება ექსპერიმენტები სხვადასხვა მასის ძელაკების, დინამომეტრის და ტვირთების გამოყენებით უძრაობის ხახუნის ძალის, სრიალის ხახუნის ძალის აღძვრის პირობების კვლევისთვის. გარკვეულ ეტაპზე ვიყენებთ სახელმძღვანელოს ტექსტს. მონაცემების შეგვაქვს ელექტრონულ ცხრილში(ორი ცხრილი). ვიხილავთ გორვის ხახუნს.(16  წთ)
მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნები ცხრილში შეტანილ სიდიდეების დამოკიდებულებებს შორის და ამ დამოკიდებულებებს გამოსახავენ მათემატიკურად. მსჯელობენ ფიზიკური სიდიდეების ერთეულებზე(5 წთ)
მიღებულ ფორმულას აკავშირებენ სლაიდზე წარმოდგენილ დიაგრამასთან. (2 წთ)
 ახდენენ მშრალი და სველი ხახუნის შედარებას და მსჯელობენ წინააღმდეგობის ძალის სხვადასხვა სიდიდეზე დამოკიდებულების შესახებ. განვიხილავთ შესაბამის სქემას. მოსწავლეებს მოჰყავთ ხახუნის შემცირების მიზნით მშრალიდან სველ ხახუნზე გადასვლის შესაბამისი მაგალითები  (4 წთ).

აქტ.4.  სიმულაციის განხილვა და მისი მართვა.
https://phet.colorado.edu/en/simulations/category/physics    (3წთ).
აქტ. 5.  ხსნიან ელექტრონულად მოცემულ გრაფიკულ ამოცანას დაფაზე.(4 წთ).

 რეფლექსიის და  შეჯამების ფაზა

გაკვეთილის შეჯამება. უკუკავშირი -  რა გავიგეთ ახალი? (2 წთ).
შეფასება იხ. დანართი. (განმავითარებელი, განმსაზღვრელი),თვითშეფასება. (1+1 წთ).
საშინაო დავალება. (დავალებაშიამოცანებთან ერთად სლაიდზე მითითებულია გაკვეთილზე განხილული სიმულაციის უკეთ გაცნობა და შესწავლა). (1 წთ)

დანართი
დისკუსია
1
ისმენს და პატივს სცემს სხვის აზრს
0 – 2 ქ
2
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს საკუთარ პოზიციას
0 – 2 ქ
3
მოჰყავს არგუმენტები
0 – 2 ქ
4
მოჰყაცს კონტრარგუმენტები
0 – 2 ქ
5
აკეთებს დასკვნას
0 – 2 ქ
ამოცანის ამოხსნა
1
დაცულია ჩაწერის კულტურის ნორმები

0 -2
2
აზრი ჩაწერილია გამართულად

0 -2
3
სწორად იყენებს ტერმინოლოგიას

0 -2
4
დავალებაზე პასუხი გაცემულია სწორად

0 -2
5
მოძებნილი აქვს პრობლემების გადაჭრის მართებული (ორიგინალური გზა)

0 -2





















ღია გაკვეთილი ფიზიკაში

   2014 წლის 28 ნოემბერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში VIII4 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ფიზიკაში. თემა - ძალის მომენტი.
პედაგოგი ლალი ნადირაძე.
გაკვეთილს დაესწრნენ საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე ქეთევან ჯინორია, დირექტორის მოადგილე, ფიზიკის პედაგოგი მაია აფხაიძე.






გაკვეთილის გეგმა:
  •    saSinao davalebis Semowmeba - werilobiTi  davalebis individualuri Semowmeba-dafiqsireba maswavleblis specialur JurnalSi (2wT);   eqsperimentuli davalebis prezentacia (4wT);
  •  saSinao davalebis prezentacia (7 wT)
  •  ori amocanis amoxsna dafasTan (8 wT);
  • Mmaswavlebeli ganmartavs axali gakveTilis mizans. (2wT)
  • eqsperimentis magaliTze klasi gamoTqvams varauds, Zalis efeqturi mabrunebeli moqmedebisaTvis ra pirobebis dacvaa saWiro (4wT);
  •   diskusia.  maswavlebeli iwyebs dikusias saTanado kiTxvebis dasmiT. moswavleTa pasuxebidan gamomdinare, winare codnis gamoyenebiT klass gamoTqvamen varauds raze SeiZleba iyos damokidebuli Zalis mabrunebeli moqmedeba (4wT);
  • Sedegis Semowmeba unda moxdes  sademonstracio eqsperimentiT, saTanadi gazomvebiT (saxelmZR. Qq.tatiSvili. Ffizika. VIII klasi) dinamometris gamoyenebiT uZravi wertilis garSemo Stativis brunva. (4 wT).
  •   klasSi Catarebuli eqsperimentis Sedegad, klass gamoaqvs daskvna, rom Zalis mabrunebeli moqmedeba damokidebulia Zalis mimarTulebaze, mis sidideze da Zalis modebis wertilze. Mmaswavlebels Semoaqvs axali fizikuri sidide – Zalis momenti. Fformula, fizikuri Sinaarsi, misi ganzomileba. Mmoswavleebi ayalibeben Zalis momentis saSualebiT uZravi RerZis mqone sxeulis wonasworobis pirobas. (6wT)
  • Ffrontaluri kiTxva-pasuxiT moswavleebi ganamtkiceben gakveTilze miRebul codnas.( 2wT).
  •  Sefaseba – Sefaseba moxda saSinao davalebis (gakveTilis da  eqsperimentuli) prezentaciebis da CarTulobis mixedviT (1wT);
  •  saSinao davaleba - paragrafis bolis damuli SekiTxvebi da amocanaTa krebulis amocanebi. maswavlebeli dafaze wers momavali gakveTilis saSinao davalebas (1 wT).
 Ria gakveTilis gegma
fizika   VIII klasi. lali nadiraZe   Tema: Zalis momenti



   

saswavlo miznebi

   Tema

    aqtivobebi
M
moswavleebis
organizeba
D
drois ganawileba

resursebi

Semowmebis xerxebi

·                 miRebuli codnis konkretul sakiTxebTan dakavSirebis unaris, komunikaciis, analizis, problemis gadaWris unarebis ganviTareba.
·                 amocanebis amoxsnisas miRebuli daskvnebis praqtikaSi gamoyeneba
E
EEesg

kvl.VIII.1
kvl.VIII.2
kvl.VIII.3
fiz.VIII.6

Zalis momenti


§ 2.2

(1 sT)
·         saSinao davalebis Semowmeba

·         eqsperimentaluri davalebis prezentacia

·         gakveTilis prezentacia.

·         amocanebze muSaoba

·         axali masala. Eeqsperimenti/ motivacia

·         Ddiskusia


·         Ddiskusia/daskvnis gamotana(eqsperimenti)
·         kiTxva-pasuxi


·         Sefaseba


·         saSinao davaleba
mTeli klasi


individualuri



individualuri



individualuri

mTeli klasi



mTeli klasi


mTeli klasi

mTeli klasi


individualuri

mTeli klasi


2wT


 4wT



 7wT



8 wT

 6 wT



 4wT


 10 wT

 2wT


1wT

 1wT




Stativi,gamoWrili qaRaldi,tvirTi






saxelmZRvanelo,dinamometri,Stativi


saxelmZRvanelo,dinamometri,Stativi





varudebis relevanturobaze, CarTulobaze, amocanebis amoxsnebze dakvirveba.



No comments:

Post a Comment